www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზინგის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, მერჩენდაიზინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა;
** თბილისის უბნების კარგად ცოდნა.

პირობები:

** ფიქსირებული შემოსავალი;
** ტრანსპორტის საწვავით უზრუნველყოფა;
** სამუშაო განაკვეთი: სრული.

პიროვნული თვისებები:

** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word).

მოვალეობები:

** განავითაროს სავაჭრო ობიექტი, კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე;
** მოახდინოს სავაჭრო ობიექტზე გაყიდვების ანალიზი, შეისწავლოს მომხმარებელთა რეაქციები და ბაზრის ტენდენციები;
** მოახდინოს კონკურენტი პროდუქტების ფასების ყოველკვირეული მონიტორინგი და მისი სამუშაო ტაბელში ასახვა;
** მოახდინოს კონკურენტი პროდუქტების, თუ კომპანიების პრომო აქტივობების მონიტორინგი და მისი სამუშაო ტაბელში ასახვა;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტების თაროები პროდუქციით, კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე;
** შეარჩიოს სავაჭრო ობიექტებზე სწორი თარო პროდუქციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების შემდგომ ზრდას;
** უზრუნველყოს ფასმაჩვენებლებით, სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქცია;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტები სარეკლამო მასალებით;
** ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან;
** დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრაციული მართვა/კონტროლი;
** გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.qeburia@mziuri.com.ge

შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |