www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომპანიის ინგლისურენოვანი წარმომადგენელი
მომწოდებელი: Envirotech
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

"Envirotech" საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში ოთხი წელია, რაც ფუნქციონირებს. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით შევძელით ამ მიზნის განხორციელება.

კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.

ამჟამად ჩვენი ქოლ-ცენტრისათვის ვეძებთ კომპანიის ინგლისურენოვან წარმომადგენელს, რომლის მთავარი ამოცანაც კომპანიის ინგლისურენოვან კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება და ჩვენი მომსახურებით დაინტერესება.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** კარგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** გაყიდვების კუთხით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

** საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას როგორც თბილისის, ასევე უცხოურ ფილიალებში;
** მრავალფეროვან ღონისძიებებს და აქტივობებს, მოგზაურობასა და კორპორატიულ წვეულებებს;

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 12:00-დან 21:00-მდე (ამ დროში შედის ერთსაათიანი შესვენება)
** ხელფასი: 1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + მაღალი ბონუსები

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr-envirotech@envirotech.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |