www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** კომპანიის IFRS-ის ფინანსური ანგარიშის მომზადება;
** წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** გარე აუდიტის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;
** ბაზების დამუშავება და სხვადასხვა შიდა რეპორტის მომზადება;
** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით(სასურველია ფინანსური მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის ან ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** ​IFRS-ის საბაზისო ცოდნა;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრების MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |