www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი იდეების ბანკის პორტალის შექმნაზე
მომწოდებელი: CENN
თანდართული ფაილი: 79993_CENN_EU4Youth_5248599.zip
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ოქტომბერი

CENN აცხადებს ტენდერს იდეების ბანკისა და საგრანტო კონკურსის პორტალის მომზადებზე.

CENN-ის შესახებ:

CENN არის წამყვანი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. CENN სპეციალიზირებულია მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის: რესურსების მდგრადი მართვა, ცირკულარული ეკონომიკა და ნარჩენების მართვა, მდგრადი მოხმარება და წარმოება, ჰაერის ხარისხის მართვა, ენერგოეფექტიანობა და განახლებადი ენერგია, კლიმატის ცვლილება, კატასტროფების რისკების შემცირება (DRR), სოფლის განვითარება, ჯანმრთელი, წარმატებული და კლიმატის მიმართ მდგრადი თემების განვითარება, სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა (SMEs) და საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) გაძლიერება მწვანე ზრდის ინოვაციური და ინკლუზიური გადაწყვეტების შესაქმნელად.

CENN ქმნის თანამედროვე გადაწყვეტილებებს ბიზნესისა და საჯარო სექტორებისათვის, ეხმარება ბიზნესს გარემოსდაცვითი და სოციოეკონომიკური გამოწვევების მართვაში. CENN თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორებთან მთელ მსოფლიოსა და სამხრეთ კავკასიაში.

პროექტის მოკლე მიმოხილვა:

"ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების" (Social Entrepreneurship Ecosystem Development - SEED) პროექტში ერთ-ერთი კომპონენტია ონლაინ პლატფორმის შექმნა. პლატფორმა იქნება ახალგაზრდა ინოვატორების იდეების პორტფელი / ბანკი, რომელიც მხარდაჭერილი იქნება ინვესტორების, სახელმწიფოსა და წარმატებული მეწარმეების მიერ (შემდეგში, ინვესტორები). პროექტს ახორციელებს CENN, KRDF (საქართველო) და Green Lane NGO-სთან (სომხეთი) ერთად.

პლატფორმაზე წარმოდგენილი იდეების ნაწილი შეირჩევა კავკასიის სოციალური ინოვაციის საგრანტო კონკურსისთვის, რომელიც დაეხმარება იდეის ავტორებს იდეების გაუმჯობესებასა და დახვეწაში. საუკეთესო იდეები მიიღებენ დაფინანსებას.

პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მწვანე მეწარმეობის ხელშეწყობა ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე; საქართველოსა და სომხეთში ახალგაზრდების დასაქმების დონის გაზრდა მათი შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

მასშტაბი:

კონტრაქტორი კომპანიის სამუშაო ასევე გულისხმობს პლატფორმის ვიზუალური ნაწილის (UX/UI) შემუშავებას.

სამუშაო გუნდი შეთანხმებული და ჩამოყალიბებულია პლატფორმის ფუნქციონალურ მოთხოვნებზე. სისტემური მოთხოვნები, მათ შორის, მონაცემთა ველები, შესავსები მონაცემების ტიპები და შეზღუდვები მომზადებულია.

პლატფორმასთან არ არის დაკავშირებული სხვა სისტემები. პროექტი არ გულისხმობს სისტემებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას (interoperability) და მასთან დაკავშირებულ სამუშაოს.

ორგანიზაციისთვის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესები არის ახალი და, შესაბამისად, ორგანიზაციას არ აქვს ჩანაწერების არქივი (database) და არ არის მიგრაციის საჭიროება.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის შესასყიდი პროდუქტების / სერვისების სია, პლატფორმის ფუნქციონალის აღწერა, ფუნქციური და არაფუნქციური მოთხოვნები ხელმისაწვდომია თანდართულ დოკუმენტში.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

** კომპანიის სახელწოდება, მისამართი, ტელეფონი და ელფოსტა;
** წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტები ვიზუალურ მასალასთან ერთად, ე.წ. პორთფელი;
** პროექტის ბიუჯეტი (დეტალურად წარმოდგენილი) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე;
** სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
** ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება უკვე გამარჯვებულ კომპანიას).

სატენდერო განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) ფაილად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე giorgi.orkodashvili@cenn.org არაუგვიანეს 2020 წლის 26 ოქტომბერს. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - EU4Youth - Idea Bank Portal

პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: giorgi.orkodashvili@cenn.org

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას/პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |