www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ-გვერდის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ევრონიუს საქართველო
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

"ევრონიუს საქართველო", საერთაშორისო საინფორმაციო არხის "Euronews"-ის და საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, კომპანია "სილქნეტის" პარტნიორობით ჩამოყალიბდა. "ევრონიუსი საქართველო" 2020 წლიდან დაიწყებს მაუწყებლობას. იგი ქართულენოვან მოსახლეობას ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას მიაწვდის და დასავლური სტანდარტებით მომზადებულ მასალებს შესთავაზებს, როგორც ახალი ამბების არხის, ასევე ციფრულ პლატფორმის მეშვეობით.

პოზიცია: ვებ-გვერდის ადმინისტრატორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** Wordpress ბაზაზე შექმნილი ვებ გვერდის მართვა;
** გვერდზე კონტენტის შექმნა, დამატება და განახლება;
** გვერდის ტრაფიკის გეგმისა და მიზნების შექმნა, გვერდის ანალიტიკის მონიტორინგი;
** არსებული ფუნქციონალის დასახვეწად და დამატებითი ფუნქციონალის შესამუშავებლად ვებ გვერდის პროექტის მენეჯმენტი, მათ შორის ტექნიკური დავალების მომზადება, დეველოპერებთან თანამშრომლობა და მიმდინარე სამუშაო პროცესების მონიტორინგი;
** ვებ-კონტენტისთვის საჭირო ფორმატების შემუშავება.
** ვების საძიებო ინსტრუმენტების გამოყენება, SEO-ს გამართვა;
** ანალიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით ვებ გვერდის მონიტორინგი, ანალიტიკის და რეპორტების მომზადება;
** A / B ტესტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Content Management System (CMS) მუშაობის გამოცდილება;
** ვებ კონტენტ მენეჯმენტის გამოცდილება;
** Wordpress პლატფორმასთან მუშაობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Google Analytics და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
** საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** პროექტის მართვის გამოცდილება;
** Photoshop ან/და Illustrator ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** ტექნიკური საშუალებების გამოყენების უნარი.
** სიტყვიერი და წერითი კომუნიკაციის უნარი.
** ანალიტიკური და დროის მართვის უნარი.
** ადაპტაციისა და ცვლილებებზე რეაგირების უნარი.
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@euronewsgeorgia.com. გთხოვთ, წერილის "თემაში" მიუთითოთ სასურველი პოზიცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |