www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გლობალფუდი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

კომპანია "გლობალფუდი" სწრაფი კვების ბაზარზე შემოვიდა 2020 წლის აგვისტოში. ის მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ჰოთ დოგსა (Hot Dog) და სწრაფი კვების სხვა პროდუქციას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მისი გუნდის წევრობისთვის შემდეგ სამუშაო პოზიციაზე: მოლარე

კვების ობიექტის სამუშაო საათებია: 11:00-19:00.
სამუშაო განაკვეთი - არასრული, ცვლების მიხედვით, ცვლის გადაბარება 15:00-ზე
პირველი ცვლა: 11:00-15:00
მეორე ცვლა: 15:00- 19:00
ანაზღაურება (საათობრივი, ერთი საათი: სამი ლარი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კეთილსინდისიერი, მაღალკვალიფიციური მომსახურება
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება
** სალაროს ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება და ცვლის დასრულების შემდეგ ნავაჭრი თანხის ინკასაცია.
** დაგროვების/ფასდაკლების ბარათის გახსნა მყიდველისთვის შესაბამისი წესის მიხედვით
** კლიენტისთვის შეკვეთის სასმელის მიწოდება

მოთხოვნები:

** მოლარედ მუშაობის გამოცდილება
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე და მოწესრიგებული;
** ენერგიული და თავაზიანი
** დისციპლინირებული.

კვების ობიექტი მდებარეობს ქალაქ თბილისში, გლდანში, "გლდანი მოლის" ტერიტორიაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ globalfoodgeorgia@gmail.com - ზე და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოს ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |