www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

შპს "ევროპის უნივერსიტეტი" (http://www.eu.edu.ge) ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტში გელოდებათ ღია აკადემიური სივრცე, რომელიც ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, 0141, გურამიშვილის გამზ. 76
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 17:00 სთ)
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** ტერიტორიის მწვანე ზოლის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** მწვანე ნარგავების მოვლა (დარგვა, გამარგვლა, გასხვლა, მორწყვა);
** გაზონის და ნარგავების გაკრეჭა დადგენილი პერიოდულობით (სეზონის მიხედვით);
** რეკომენდაციების შემუშავება ბაღის შემდგომი ესთეტიური მხარის გაუმჯობესებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მებაღედ მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, აკურატულობა.

ვაკანსიის დეტალები:

** კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 14 ოქტომბრიდან და დასრულდება 30 ოქტომბერს.
** კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
** კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@eu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მებაღე".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.10.2020.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |