www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ბეიქერსი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

საკონდიტრო საწარმო "ჯორჯიან ბეიქერს"-ი აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის.

მოთხოვნები:

** კვების პროდუქტების მრეწველობაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (პურ-ფუნთუშეულის ან საკონდიტრო საწარმოებში);
** საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობის სტანდარტების და სხვა სახის ნორმატივების მაღალ დონეზე ცოდნა
** თანამშრომელთა გუნდის მართვის უნარი
** ხალხთან კომუნიკაციის კარგი უნარი
** მატერიალური აღრიცხვის საწყისების კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
** მინიმუმ 1 უცხო ენის ცოდნა
** შრომისუნარიანობა, ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირებულობა აუცილებელი თვისებებია.

მოვალეობები:

** საჭირო ნედლეულის სელექცია და ხარისხობრივი კონტროლი
** საწარმოო პროცესის უწყვეტ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა;
** წარმოების გეგმებისა და დავალებების უზრუნველყოფა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთების კონტროლი;
** კომუნიკაცია "სურსათის ეროვნულ სააგენტო"-სა და ლაბორატორიებთან;
** ლაბორატორიული გამოცდის ოქმების წარმოება
** ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** საწარმოს გუნდის ყოველდღიური მართვა და კოორდინაცია;
** რეპორტინგი ფინანსურ განყოფილებასთან.

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე დამატებით (გეგმების შესრულებისას)
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@georgianbakers.com და ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |