www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სისტემის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სისტემის ანალიტიკოსის (tech) (ციფრული ბანკინგის გუნდი) თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC4980
ადგილმდებარეობა: ციფრული ბანკინგის გუნდი
მოქმედების ვადა: 31.10.2020
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

ციფრული ბანკინგის გუნდში ვეძებთ სისტემის ანალიტიკოსს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ციფრული ბანკის პლატფორმის განვითარებაზე, სადაც გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;


ვის ვეძებთ:

** თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
** გიყვარს სისტემების დიზაინი და მათი არქიტექტურის ანალიზი;
** გაქვს სისტემის ანალიტიკოსის, ბიზნეს ანალიტიკოსის, პროგრამისტის ან DevOps ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილება, UML და ERD დაიგრამებით;
** გაქვს მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** არ გეშინია გამოწვევებისა და სიახლეების;
** შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

რას გააკეთებ?

** ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს ამოცანების, პროცესებისა და მოდელების ანალიზში;
** დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;
** გაანალიზებ და დააპროექტებ სისტემებს შორის ინტეგრაციებს;
** შეიმუშავებ სისტემის არქიტექტურას ან მოახდენ არსებულის ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
** გააკეთებ ინტეგრაციების პროცესების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
** მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს;
** ბანკის IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ და შეათანხმებ სისტემის არქიტექტურას;
** იმუშავებ სისტემის შექმნასა და განვითარებაზე ადგილობრივ და უცხოელ ვენდორებთან ერთად;
** მონაწილეობას მიიღებ Continuous integration და Continuous deployment პროცესების აწყობაში;
** მონაწილეობას მიიღებ სისტემის ვერსიების მართვასა და დანერგვებში.

კარგი იქნება რომ გქონდეს:

სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain Drive Design (DDD) და სხვ.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/4980



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |