www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დელაინი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

შ.პ.ს "დელაინი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, გაყიდვების გეგმის შემუშავება, კონტროლი და შესრულება;
** მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან;
** მუშაობის პროცესიდან გამომდინარე ახალი იდეების და განვითარების გეგმის შემოთავაზება, გაყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად.
** ბაზარზე არსებული ცვლილებების ანალიზი და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელი პირისთვის;
** მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი;
** ახალი კლიენტების მოძიება ყოველდღიურად;
** მოძიებული კლიენტების ინფორმირება კომპანიის სერვისებზე;
** პროდუქტების სწორი შეთავაზება ახალი კლიენტებისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული და თურქული ენის ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი (CV) რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: v.shushanidze@arzo.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გარე გაყიდვების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |