www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

"კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია აუთლეტ- ჰიპერმარკეტის სახით, სადაც ერთ სივრცეში შეხვდებით ეროპული და ამერიკული ბრენდების ავეჯს და სხვა უამრავ თქვენთვის სასურველ ნივთს. კომპანია ორიენტირებულია სწრაფ განვითარებაზე და პროდუქციის მაღალ ხარისხზე. პროდუქცია, რომელიც წარმოდგენილია აუთლეტ- ჰიპერმარკეტში გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებითა და ფართო ასორტიმენტით.

მიმდინარე ვაკანსია - HR მენეჯერი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N36.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** HR პოლიტიკისა და პროცედურებისა შემუშავება, მართვა;
** რეკრუტინგი;
** HR ადმინისტრირება;
** დოკუმენტების ფორმების შედგენა, განახლება;
** თანამშრომელთა ბენეფიტებისა და მოტოვაციის სისტემების შემუშავება, დანერგვა;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემების შემუშავება, დანერგვა;
** თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა, კონტროლი;
** სახელფასო სისტემების შემუშავება და ყოველთვიური სახელფასო უწყისის მომზადება;
** ეთიკისა და ქცევის სტანდარტების შემუშავება, მართვა;
** თანამშრომელთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ტრენინგებისა და აქტივობების დაგეგმვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** HR მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გამოგვიგზავნეთ თვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@doki.ge და გთხოვთ "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება "HR მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |