www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: SKYE კლუბის ლიდერი
მომწოდებელი: სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვით. ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამცხე ჯავახეთის მხარეში ახორციელებს ბავშთა კეთილდღეობის პროგრამას World Vision საქართველოს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

"სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი" 2020 წლის აგვისტოს თვიდან ახორციელბს პროექტს "ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდებთან ერთად", პროექტი დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისთვის ძირითადი საკვანძო კომპეტენციების გადაცემას.

პროექტის "ახალგაზდრებისთვის ახალგაზრდებთან ერთად" მიზანია ადიგენის ახალგაზრდული ცენტრის ხელშეწყობა, რათა შეიძინოს მიზნობრიობა და შექმნას ისეთი გარემო, სადაც ახალგაზრდები მუდმივად შეძლებენ კომპეტენციების განვითარებას, გაძლირებას და ადგილობრივ დონეზე სათემო ჩართულობას.

ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში შეიქმნება ოთხი ახალგაზრდული კლუბი- SKYE და ინტერესთა კლუბები, თითოეული კლუბი 15-20 ახალგაზრდას გააერთიანებს.

SKYE კლუბის მიზანია ახალგაზრდებში დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მოტივირებული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულ ახალგაზრდული SKYE კლუბების ლიდერის პოზიციაზე.

შეირჩევა ორი ლიდერი, რომლებიც იმუშავებენ პროექტის ფარგლებში, ადიგენის ახალგაზრდული ცენტრში შექმნილ SKYE კლუბში.

SKYE კლუბის ლიდერები უნდა იყვნენ 18-29 წლის ახალგაზრდები

პოზიციის მიზანი:

პოზიციაზე დანიშნული ადამიანის მთავარი მოვალეობა იქნება: ახალგაზრდული ჯგუფის მობილიზება; ფასილიტაცია გაუწიოს კლუბის შეხვედრებს კვირაში ერთხელ 7 თვის მანძილზე და დაეხმაროს წევრებს მუშაობაში.

ძირითადი მოვალეობები:

** SKYE კლუბის ფორმირება
** კლუბის წევრთა მოტივირება
** კლუბთან მუშაობისას სხვადასხვა მეთოდების გამოყენება
** გუნდთან ერთად რეალურად მიღწევადი ამოცანების დასახვა
** კლუბის კოორდინირების გაწევა

პოზიციისთვის სასურველი უნარები:

** სამუშაო არეალის კულტურული მახასიათებლების ცოდნა
** ახალგაზრდებთან მუშაობის მიდგომების და მეთოდების ცოდნა
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი (MS Office; e-mail and internet)

სასურველი გამოცდილება:

** ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება
** ტრენინგების ჩატარების ან ფასილიტაციის გამოცდილება
** ლიდერად მუშაობის გამოცდილება (ახალგაზრდულ ან ბავშვთა ბანაკში და სხვ.)

ლიდერის პოზიცია არ არის ანაზღაურებადი.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ დეტალური რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: takokelaptrishvili@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |