www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

შპს "G&A Group" წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც-პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ბრენდის ნახევარფაბრიკატების წამოება-დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. http://gagroup.ge/ | http://rera.ge/

შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება - 1000 ლარიდან, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის სოციალური მედიის სხვადასხვა არხების მართვა;
** ვებგვერდის სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპანიის ცნობადობის და ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების შემუშავება და აღსრულება;
** პრეზენტაციების და სარეკლამო აქტივობების განხორციელება, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** სარეკლამო ბეჭდური მასალების სათანადო ხარისხით და ვიზუალით მომზადების პროცესის კონტროლი;
** კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მარკეტინგული აქტივობების შეთავაზება;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის ანალიზი;
** სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქტივობების შემუშავება და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელი პირობაა, რომ აპლიკანტს სიცოცხლე უხაროდეს;
** უმაღლესი განათლება (PR, მარკეტინგი, ბიზნესის ადმინისტრირება);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭებათ კვების სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის ადმინისტრირების და სპონსორინგის მიმართულებით;
** აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel, PowerPoint), Photoshop, Illustrator Corel DRAW;
** ენები: ინგლისური, რუსული (მინიმალური დონე B2).

უნარ-ჩვევები:

** პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** შრომისმოყვარე, დისციპლინირებული;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობა და პრეზენტაბელურობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: l.khomeriki@gagroup.com.ge. ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |