www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი/მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ჩიკორი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

ქართული ჩირების ბრენდი "ჩიკორი" ახალგაზრდა, სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, ნატურალურ ქართულ ჩირს და დღეისათვის შეძლო ლიდერული პოზიციების მოპოვება ჩირის ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. კომპანია მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის/მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნაა საკუთარი ავტომანქანის ფლობა.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 300 ლარი + ბონუსი, საშუალოდ 700 ლარი

მოვალეობები:

** ქსელურ მაღაზიებში პროდუქციის განლაგების კონტროლი
** ქსელურ მაღაზიებში შეკვეთების ფორმირებაში მონაწილეობის მიღება
** ქსელურ მაღაზიებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი
** პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში
** ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება მაღაზიებში არსებული სიტუაციის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილი
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office-ის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@karelifruits.com და "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |