www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთ. თანამშრომელი
მომწოდებელი: GMP
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

ფარმაცევტული კომპანია "ჯი-ემ-პი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნებში კომპანიის მიერ წარმოებული და კონტრაქტით წარმოებული სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის/ ცვლილებების რეგისტრაციისთვის კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი დოსიეების მომზადება, მათი წარდგენა მარეგულირებელ ორგანოში და აღნიშნულთან დაკავშირებული პროცესების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ქართული ენის აკადემიურ დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კარგად ერკვეოდეს და ფლობდეს ინფორმაციას საქართველოს, დსთ-ს და ევროპის ქვეყნების სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისა და რეგისტრაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შესახებ;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებული მოქმედება დადგენილი ინსტრუქციების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირების უნარი;
** რეგისტრაციის/მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** აკურატულობა და პუნქტუალობა;
** კრიტიკული/ ანალიტიკური/ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პედანტიზმი და საქმისადმი სკრუპულოზური დამოკიდებულება;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმიანი მიმოწერის ეთიკა და კულტურა;
** დროის ეფექტური მართვა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ:

** CV
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომის ასლი, სერტიფიკატები და ა.შ);

მისამართზე: vacancy@gmpgeo.com და გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები.

განაცხადები მიიღება 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |