www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: Retail Group Georgia
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ოქტომბერი

"Retail Group Georgia" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე Alhokair Fashion Retail-ის შვილობილი კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

"Retail Group Georgia" 30-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Gap, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Oysho, Sergent Major, La Senza, Accessorize, Monsoon, Zippy, Clarks და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას "სითი მოლში" საბურთალოზე, "თბილისი მოლში", "ისთ ფოინთსა" და "მერანი მოლში".

"Retail Group Georgia" აცხადებს ვაკანსიას თბილისი მოლში, მაღაზია "Marks & Spencer"-ის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

განსახორციელებელი საქმიანობა:

** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი
** მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი
** მაღაზიაში პროდუქციის მარაგისა და ასორტიმენტის დროულად მიღების, სავაჭრო დარბაზში განთავსებისა და დასაწყობების კონტროლი
მაღაზიის პერსონალის მუდმივი გადამზადება, განვითარება, შეფასება, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლება და პროდუქტულობის მაქსიმალურად გაზრდა
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის მიღწევის ორგანიზება, გაყიდვების ამსახველი ანგარიშის წარმოება
** ყოველდღიური სალარო ოპერაციებისა და უსაფრთხოების ზომების შესაბამისობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი
** ანაზღაურება: 1967 ლარი (დარიცხული) + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cvgeo@fahretail.com მიმდინარე წლის 26 ოქტომბრამდე. გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |