www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ნეოფარმი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

კომპანია "ნეოფარმი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"ნეოფარმი"-ს ქსელი აერთიანებს ფარმაცევტულ საწარმოს, 50-ზე მეტ ფილიალს (აფთიაქს) და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით; მათ შორის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა: გორი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00; შაბათი 09:30-16:00
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის კვლევის წარმოება და ბაზარზე არსებული მოთხოვნების/გამოწვევების შესწავლა, აქტუალური საბაზრო ტენდენციების ანალიზი;
** გამოწვევებისა და შესაძლებლობების დადგენა და ანგარიშგება;
** ბრენდის/პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა;
** ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, იდეების შემუშავება;
** გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვებით, შესაბამისი ანგარიშგების წარმოება, აქციების დაგეგმვა;
** კომპანიის სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის განხორციელება და კონტროლი;
** სოციალური მედიის და ვებ-გვერდის მენეჯმენტი, განვითარებაზე ზრუნვა;
** კომპანიის PR სტრატეგიის შემუშავება;
** მერჩენდაიზინგის კონცეფციის დაგეგმვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, მარკეტინგის მიმართულებით);
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების გამართულად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** შემოქმედებითი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრეზენტაციების მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neopharmi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"ნეოფარმი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |