www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Kairos Logistic
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

ლოჯისტიკური კომპანია "LTD Kairos Logistic" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ფოთში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დეტალების პროგრამულად ასახვა;
** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;
** ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა (ინგლისური სასურველი);

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@kairos.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |