www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტოკარის მართვის და საწყობის კონტროლის ოპერატორი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

"მაკდონალდს საქართველო" მისი შვილობილი კომპანიისთვის (პურ-ფუნთუშეულის საწარმო ხაზისათვის) აცხადებს ვაკანტურ ადგილებს შემდეგ პოზიციებზე: მზა პროდუქციის საყინულეში დასაწყობების/ავტოკარის მართვის და საწყობის კონტროლის ოპერატორი (Freezer operator / Fork Lift/Warehouse Keeper) - 2 ვაკანტური ადგილი.

პოზიციის ფუნქციები:

** საყინულე ოთახში პროდუქციის განთავსება;
** ​ავტოკარის საშუალებით პროდუქციის დასაწყობება;
** ნედლეულის საწყობის კონტროლი.
** პოზიციებისათვის განსაზღვრული საბაზისო მოვალეობები:
** საწარმოო ხაზის კონკრეტულ სადგურზე მუშაობა დადგენილი წესებისა და სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის წარმოება და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ყველა სამუშაო ინსტრუქციის, სტანდარტისა და პროცედურების დაცვა და განხორციელება;
** პროდუქციის ტემპერატურული და სანიტარული ნორმების დაცვა;
** დანადგარების მოხმარების ინსტრუქციის ცოდნა;
** სანიტარული პროცესების დაცვა, პურის ქარხანის ტერიტორიაზე სისუფთავის კონტროლი.
** პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
** სადგურზე საჭირო დოკუმენტაციის (Check list) შევსება;
** სამუშაო ადგილის უსაფრთხოების დაცვა, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მთავარი ტექნოლოგის ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ;
** მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ტრენინგში პროდუქტის გაუმჯობესების, სურსათის უვნებლობასა და პროცედურების კუთხით;
** HACCP-ის სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად მუშაობა;

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ​ავტოკარის მართვის გამოცდილება;
** პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ავტომატიზირებულ საწარმოო ხაზზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი;
** ადგილმდებარეობა: ლილო

ბენეფიტები:

** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უახლოეს მეტრო სადგურამდე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ყოველთვიური კვების დანამატი
** სამოტივაციო პროგრამები
** სწავლებისა და განვითარების სისტემა
** სამუშაო შედეგების სისტემა, რომელსაც უკავშირდება საბონუსე სქემა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: career@ibh.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |