www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PR და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

სსიპ "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს - http://www.enterprise.gov.ge.

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აცხადებს გამარტივებულ კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

აღნიშნული პოზიციის მთავარი როლი სააგენტოს ზემოთ აღნიშნული მიმართულებების შესახებ სამიზნე აუდიტორიებსა თუ დაინტერესებულ პირებთან პროაქტიული კომუნიკაციის დამყარება იქნება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააგენტოს პროექტებისა და აქტივობებისთვის საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმარებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება
** მიზნების ჩამოყალიბება კამპანიებისთვის:

** სამიზნე აუდიტორიებისა და დაინტერესებული მხარეების (stakeholders) იდენტიფიცირება და მათთან აქტიური კომუნიკაციის დამყარება
** მთავარი მესიჯებისა და საკომუნიკაციო ფორმატების შემუშავება გუნდურ გარემოში და მათი დისემინაციისთვის მომზადება
** მარკეტინგული სერვისების გარე მომწოდებლებთან ურთიერთობა საკომუნიკაციო პროდუქტების შექმნის თაობაზე
** რელევანტური მედია არხების იდენტიფიცირება, მედია გეგმის შედგენა და განხორციელება
** კამპანიებისთვის ბიუჯეტის შედგენა და მისი მართვა
** ანგარიშგების სტრუქტურის შემუშავება კამპანიების მიზნების მიხედვით
** ანგარიშგების წარმოება და კამპანიის აქტივობების მოდიფიცირება მისი ეფექტურობის გასაზრდელად

იმეილ მარკეტინგული / CRM პლატფორმის მართვა და განვითარება:

** სამიზნე აუდიტორიების სეგმენტაცია და საკონტაქტო ბაზის მუდმივი მოდიფიკაცია
** სეგმენტებისთვის მიზნობრივი შინაარსისა და მიწოდების სიხშირის განსაზღვრა
** იმეილ ავტომატიზაციის სისტემის განვითარება
** ანგარიშგება გაგზავნილი იმეილების შესახებ
** დაინტერესებული პირების საკონტაქტო ბაზის გაზრდის მიზნით, ციფრულ მედიაში კამპანიების წარმოება

ციფრული მედია არხების მართვა:

** სააგენტოს ვებგვერდის მოდიფიკაცია, ახალი გვერდების დამატება და სიახლეების სექციის მუდმივი განახლება
** სააგენტოს სოციალური მედია არხებისთვის ტექსტური შინაარსის შექმნა
** სააგენტოს სოციალურ მედია არხებზე (FB, Twitter, LinkedIn, Instagram, Youtube) შინაარსის განთავსება
** სააგენტოს სოციალურ მედია არხებზე სარეკლამო აქტივობების მართვა
** ციფრულ მედიაში სარეკლამო განთავსების წარმოება Google Ads-ის მეშვეობით
** ქართულ ციფრულ მედიაში სარეკლამო განთავსებისა და მარკეტინგული კომუნიკაციის წარმოებაში მონაწილეობის მიღება
** სააგენტოს სოციალური მედია არხების მომწონებლებსა და მიმდევრებთან უშუალო კომუნიკაციის დამყარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი - სასურველია კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან სხვა რელევანტური განხრით (მაგ. სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება)
** 1 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმარების მიმართულებით და/ან სარეკლამო კამპანიების მართვაში
** მარკეტინგულ და საკომუნიკაციო ციფრულ პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება (მაგ. Facebook Business Manager, Google Analytics, Google Ads, LinkedIn Ads, Mailchimp, MailerLite, Wordpress, ა.შ.)
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ მაგისტრის ხარისხს, ან აქვთ 4+ წლიანი სამუშაო გამოცდილება რელევანტურ სფეროებში.

პიროვნული მახასიათებლები და კომპეტენციები:

** ინტერესი ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მიმართ;
** გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;
** პროაქტიული და მიზანზე ორიენტირებული;
** ადამიანებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარი;
** ციფრული აპლიკაციების ათვისების და მართვის კომპეტენცია;
** დეტალზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების შესაძლებლობა;
** საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით სიახლეების დანერგვის სურვილი.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 2, 800.00 ლარის ოდენობით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |