www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ნაწილების შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Scoot Scoot
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

ჩვენ ვართ "სკუტ სკუტ"! ვცდილობთ საქართველოში სკუტერების პოპულარიზაციასა და საყვარელ ტრანსპორტად ჩამოყალიბებას. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია ახალი და მეორადი სკუტერების გაყიდვა და მათი ტექნიკური მომსახურება. კომპანია არის ძალიან დინამიური და სწრაფად მზარდი.

ამ ეტაპზე ვეძებთ ნაწილების შესყიდვების მენეჯერს, რომელიც მთლიანად პასუხისმგებელი იქნება ნაწილების შეკვეთების განთავსებაზე, მიღებასა და აღრიცხვაზე. უფრო დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ტექსტში.

ძირითადი მოვალეობები:

** სათადარიგო ნაწილების ნაშთების პერიოდული ანალიზი.
** ანალიზის საფუძველზე მიმწოდებლებისთვის შეკვეთების გაკეთება.
** ახალი მომწოდებლების მოძიება.
** კომპანიის სხვა ერთეულებთან საჭირო სათადარიგო ნაწილების სიის შედგენა და მოძიება.
** შესყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომწოდებელთან მოლაპარაკებისა და მიმოწერის წარმოება.
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების საკითხების კოორდინაცია.
** შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების ანალიზი, თვითღირებულებების დადგენა და პროდუქციის ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.
** პროდუქციის ანალიზი - შესყიდვის, გაყიდვის და მარაგის მუდმივი მონიტორინგი.
** გარკვეული პერიოდულობით სათადარიგო ნაწილების ინვენტარიზაციის ჩატარება და პროგრამულ ნაშთებთან შესაბამისობების დადგენა.
** შესყიდული პროდუქციის ფაქტიური ჩაბარება, აღრიცხვა და კომპანიის სხვა ერთეულებისათვის გადაცემა.
** ნაწილების კორპორატიული შეკვეთის მიღება და მიწოდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა.
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭებათ შესყიდვებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ბენეფიტები:

** კონკურენტული ანაზღაურება
** მეტად სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო
** სატელეფონო სერვისების პაკეტი
** სკუტერი დროებით საკუთრებაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მეილზე: Hello@scootscoot.ge და გთხოვთ subject-ში აუცილებლად მიუთითოთ "შესყიდვების თანამშრომელი". წინასწარ გიხდით მადლობას გამოჩენილი ყურადღებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |