www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე პერსონალი/დამხმარე მუშა საწარმოში
მომწოდებელი: ეკო რესურს - ნატტექ
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

კომპანია "ეკო რესურს - ნატტექ" საკვები საღებავების მწარმოებელი 25 წლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის "ეკო რესურსისა" და ქართული კომპანია "შვიდი მითის" თანამშრომლობით შეიქმნა 2017 წელს. ამავე წელს, კომპანია "ეკო რესურს-ნატტექის" ბაზაზე, თბილისში ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა საკვები საღებავების საწარმომ, რომელიც ორიენტირებულია როგორც სინთეტიკური, ასევე ნატურალური საკვები საღებავებისა და ნატურალური სანელებლების წარმოებაზე.

საწარმოს მინიჭებული აქვს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი ISO 22000-9001

შ.პ.ს. "ეკო რესურს-ნატტექ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დამხმარე პერსონალი/დამხმარე მუშა საწარმოში.

მოთხოვნები:

** მამაკაცი 20-დან 45 წლამდე;
** ფიზიკურად შრომისუნარიანი
** პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დიდ დიღომში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოში, წარმოების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის საჭირო ფიზიკური სამუშაოების შესრულება: ნედლეულის მიღება, პროდუქციის წარმოების წინარე მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, დაფასოება, ეტიკეტირება, დასაწყობება და სხვა მსგავსი სამუშაოები;
** კომპანიის შიდა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@shvidimeat.com სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დამხმარე პერსონალი საწარმოში".

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 13 ნოემბერი.

"ეკო რესურს-ნატტექი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |