www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი შრომის კანონმდებლობაში განხორციელებულ რეფორმაზე
მომწოდებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 13 ნოემბერი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი გთავაზობთ ტრენინგების კურსს შრომის კანონმდებლობაში განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით.

ტრენინგების განმავლობაში განხილული იქნება 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებები და გაანალიზდება ისინი პრაქტიკული შემთხვევებით.

ტრენინგ კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:

** შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა;
** შრომითი ხელშეკრულების დადება და მისი პირობები;
** სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო;
** შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო;
** შრომისა და განაცდური მუშაობის ანაზღაურება;
** ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, წესი და შეტყობინება;
** მასობრივი დათხოვნა;
** საწარმოს გადაცემა;
** ინფორმაცია და კონსულტაცია სამუშაო ადგილზე;
** შრომის ინსპექციის მანდატი შრომის პირობების შემოწმებისას და ინსპექტირება;
** სანქციები შრომის პირობების დარღვევისთვის.

ტრეინინგები ჩატარდება 11-12-13 ნოემბერს 19:00 საათზე Zoom-ის საშუალებით.

კურსის ღირებულებაა 200 ლარი.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1SwhTxCzzdiZ-M6EylhMHfQx9hZuGGWIGtER6GubqFC8/edit

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 558 67 17 54 ელ-ფოსტა: fsle.legaleducation@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |