www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალების მართვა;
** სატრანსპორტო საშუალების შიდა სივრცის და გარე ფასადის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალებიდან სავაჭრო ობიექტზე შესატანი შეკვეთის გამზადება, ჩამოტვირთვა და ობიექტზე შეტანა;
** სატრანსპორტო საშუალებაში საქონლის სათანადოდ მოძრაობის/გადაადგილების უზრუნველყოფა;
** შესატანი საქონლის ვიზუალური კონტროლი, უნაკლო პროდუქციის მიწოდების მიზნით;
** სატრანსპორტო საშუალების, სატვირთო სივრცის წესრიგზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო);
** სატვირთო მანქანის მართვის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება);

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული;
** ციფრული საკომუნიკაციო არხების (მაგ. Viber) გამოყენების უნარი;

სხვა მითითებები: ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2020 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: hr@engadi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |