www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის ინჟინერი
მომწოდებელი: გრინ პროჯექტი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ნოემბერი

კომპანია "გრინ პროჯექტი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანია "გრინ პროჯექტი" დაარსდა 1998 წელს, ხარისხიან ქსელურ გადაწყვეტებზე იმ ზრდადი მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში გაჩნდა. მოკლე დროში "გრინ პროჯექტი" იქცა ქვეყნის მასშტაბით წამყვან სისტემურ ინტეგრატორად და ქსელური გადაწყვეტების მიმწოდებლად.

ძირითადი მოვალეობები: კომპიუტერული ქსელების დაგეგმარება, ინსტალაცია, მონიტორინგი და მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** LAN/WAN/SAN ტექნოლოგიების ცოდნა;
** Cisco/Juniper/HPE ქსელურ მოწყობილობებთან სამუშაო გამოცდილება;
** Cisco/CheckPoint/PaloAlto/FortiNet ქსელურ ბრანდმაუერებთან სამუშაო გამოცდილება;
** მარშრუტიზაციისა და კომუტაციის ტექნოლოგიების ცოდნა: EIGRP, OSPF, BGP, MPLS, STP, RSTP, MSTP;
** თანამედროვე SDN (Software Defined Network) კონცეფციებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებთან სამუშაო გამოცდილება (Any SD-WAN, Cisco ACI, VMware NSX, Juniper Contrail) ;
** ქსელის ავტომატიზაციის ტექნოლოგიების და მიდგომების ცოდნა: Python, Ansible, REST API;
** ქსელური არქიტექტურის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
** ქსელური უსაფრთხოების ტექნოლოგიების ცოდნა - Firewall, VPN, IPS;
** VMware ან Hyper-V ვირტუალიზაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** IT ინფრასტრუქტურის (ქსელი, სერვერები, მონაცემთა სანახები) არქიტექტურის კონცეფციების ცოდნა;
** Windows და Linux ოპერაციული სისტემების ცოდნა ადმინისტრატორის დონეზე;
** CCNA/CCNP/CCIE სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 5 წლისა;
** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების ადვილად ათვისების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მკაფიო კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შეუზღუდავ შესაძლებლობას;
** პროფესიული IT ტრენინგების დაფინანსებას;
** ინდუსტრიული სერტიფიკატების დაფინანსებას;
** კონკურენტულ ხელფასს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@greennet.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |