www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: მიმო
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ნოემბერი

კომპანია "მიმო" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ხაშურში.

"მიმო" ახალი კომპანიაა საფოსტო-საკურიერო მომსახურების სფეროში. სწრაფად მზარდი გუნდი თავის თანამშრომელს აძლევს კარიერული წინსვლის და პიროვნული ზრდის საშუალებას. ჩვენ გთავაზობთ სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და საინტერესო სამუშაოს.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სალარო ოპერაციების წარმოების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაციის დონეზე);
** სასურველია RS.ge - ზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალში ტვირთის მიღების უზრუნველყოფა;
** სალაროს წარმოება;
** კომპანიის პროგრამაში მუშაობა (შეისწავლება ადგილზე)
** ზედნადებების RS.GE-ზე ატვირთვა (შეისწავლება ადგილზე)
** ტრანსპორტის მართვის უწყვეტი, ეფექტური და რენტაბელური სისტემის ორგანიზება;
** მიმაგრებული კურიერების დისპეტჩერიზაცია;
** კურიერების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა მიღებული შეკვეთებისა და დასახული ამოცანების მიხედვით.
** ყოველდღიურ რეჟიმში რეპორტების მომზადება;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის გადანაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: t.chumburidze@mimo.ge ამასთანავე, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |