www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: იდეა დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 27 ნოემბერი

სამშენებლო კომპანია "იდეა დეველოპმენტი" დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებას.

კომპანიის შესახებ: სამშენებლო კომპანია Idea Development-ი 2015 წლიდან ქმნის გამორჩეულ საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. კომპანიის მიმდინარე პროექტი გახლავთ TIFLISI, რომელიც წარმოადგენს ახალ დასახლებას ლისის ტბიდან 2 კმ-ში.

პოზიციის შინაარსი: ოპერაციების მენეჯერის მთავარი ფუნქციაა, უზრუნველყოს წარმოების, ტრანსპორტის, სერვისისა და ლოჯისტიკის ეფექტური, კოორდინირებული მუშაობა, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ნორმების გათვალისწინებით, შეიმუშავოს პერსონალისთვის ოპტიმალური სამუშაო პროცესები, უზრუნველყოს პერსონალის სწავლება და მათი მენეჯერული უნარების განვითარება.

პოზიცია: გენერალური მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 დღიანი სამუშაო კვირა)
პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ადმინისტრაციული საკითხების გამართვა (ხელშეკრულებები, დაზღვევები, ოფისის ქირის და თვიური ხარჯების აღრიცხვა და დროული შესრულება);
** კომპანიის მიმდინარე პროექტების მართვაში ჩართულობა;
** ახალი პროექტებზე მოლაპარაკებებში და მართვის პროცესებში მაქსიმალური ჩართულობა;
** ყოველკვირეული რეპორტინგის წარმოება დირექტორთან;
** ფინანსურ დაწესებულებებთან ურთიერთობა, შეხვედრების დაგეგმვა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებული დეპარტამენტების საქმიანობის კოორდინაცია/მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სამუშაო გრაფიკების შემუშავება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, შესაბამისი სწავლებების უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციული პროცესების შეფასება და მუდმივ ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
** მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ბიზნეს-პროცესების ანალიზისა და გამართვის უნარი;
** კომპიუტერული (MS Office) პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა მინ B2 (ინგლისური, რუსული).

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდის მართვისა და მენეჯერული უნარები;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: s.zirakadze@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |