www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლიფტის მექანიკოსი
მომწოდებელი: West Lift
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 28 ნოემბერი

შპს "ვესთ ლიფტი" აცხადებს ვაკანსიას ლიფტის მექანიკოსის პოზიციაზე ბათუმში.

კომპანია "ვესთ ლიფტი" 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი მიზანია ლიფტების ბაზარზე დავნერგოთ მაღალი სტანდარტი. "ვესთ ლიფტი" ემიჯნება მომხმარებლისათვის იაფფასიანი და უხარისხო პროდუქტის მიწოდებას. ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებელთა უსაფრთხოება და კომფორტია.

ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა, ენერგიულ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლთაც აქვთ ლიფტების სფეროს შესწავლის და კარიერული განვითარების სურვილი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლიფტის მონტაჟი.
** მექანიკური სამუშაოების შესრულება.
** მიწოდებული თეორიული მასალის სწავლა.
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
** შრომისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** თურქული ენის მცოდნე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
** პუნქტუალურობა
** სწრაფად ათვისების უნარი.

გასაუბრების შედეგად შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა, რომლის განმავლობაშიც ანაზღაურება განისაზღვრება 500 ლარით. გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატს გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: westlift2@gmail.com. სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისის ვაკანსიის დასახელება "მექანიკოსი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |