www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 28 ნოემბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მონიტორინგის თანამშრომელი ქვემო ქართლში ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების კონტროლი კომპანიის მიერ შემუშავებული შემოწმების აქტების შესაბამისად;
** სავაჭრო ობიექტებზე მერჩენდაიზინგის, სისუფთავის, მარკეტინგული, ტექნიკური, სურსათის უვნებლობის და სერვისის სტანდარტების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებზე დარღვევების იდენტიფიცირება, შედეგების ანგარიშის მომზადება და გენერალური დირექტორისთვის მიწოდება;
** სავაჭრო ობიექტების და საწარმოს დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით შერჩევითი ან სრული ინვენტარიზაცია;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში დაფიქსირება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად მოვალეობებს შესაძლებელია დაემატოს სხვადასხვა, დამატებითი მოვალეობები.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook);
** ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სურსათის უვნებლობის კოდექსების ცოდნა;
** მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** საქმის და დროის განაწილების კარგი უნარი;
** საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მონიტორინგის თანამშრომელი დასავლეთ რეგიონში".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |