www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ნოემბერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

პოზიცია: ინვენტარიზაციის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, სრული

მოვალეობები:

** კომპანიის ბალანსზე არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაცია გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად, ინსტრუქციის შესაბამისად;
** ყოველდღიური მინი აღწერების ჩატარება წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით ფილიალებში და სტატისტიკის წარმოება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (მათემატიკური აზროვნების უნარი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროგრამა Excel-ის ცოდნას);
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ახლის სწრაფად ათვისების და თვითგანვითარების უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** შრომისმოყვარეობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე:  hr-1@chita.ge  და "Subject"-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |