www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ნოემბერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება -პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ვაკანსიას.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული(ასევე, სასერტიფიკატო კურსი) განათლება ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით;
** Adobe illustrator - უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** Abode Photoshop - უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** იდენტურ პროექტებზე მინ. 6 თვიანი გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის მომზადება;
** შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
** პროდუქციის ფოტოების გადაღება და შემდგომი დამუშავება;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
** ბეჭდვითი და ციფრული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება;
** * სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** POS მასალების დიზაინის შექმნა;
** კომპანიის პროდუქტებისათვის სარეკლამო-საინფორმაციო მასალების (კატალოგი, ფლაერი, ბუკლეტი, სტიკერი, ბილბორდი, სააქციო ბანერი და სხვა) დიზაინის შექმნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr-1@chita.ge - სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |