www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბოსტნეულის საამქროს თანამშრომელი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

"მაკდონალდს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ბოსტნეულის საამქროს თანამშრომლის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბოსტნეულის საამქროს სადგურების მომზადება;
** ბოსტნეულის რეცხვა სტანდარტების შესაბამისად;
** ბოსტნეულის (სალათის) შრობა-დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად;
** ბოსტნეულის საამქროში მზა პროდუქციის დაფასოება-შეფუთვა სტანდარტების შესაბამისად;
** ბოსტნეულის საამქროში მუშაობისას სტანდარტების დაცვა;
** ბოსტნეულის საამქროს სადგურის სისუფთავის კონტროლი;
** ბოსტნეულის საამქროს ინვენტარის და დანადგარების რეცხვა/დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად.

მოთხოვნები:

** სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 17:00-მდე;
** მდებარეობა: ლილო;
** ანაზღაურება: 750 ლარი.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ყოველთვიური კვების დანამატი
** სამოტივაციო პროგრამები
** სამუშაო შედეგების სისტემა, რომელსაც უკავშირდება საბონუსე სქემა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: career@ibh.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |