www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 3 ნოემბერი / განცხადების ვადა: 3 დეკემბერი

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" , ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტებს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/ | https://www.facebook.com/vakeproducts/

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება მერჩენდაიზერი ბათუმში.

მოთხოვნები:

** ასაკი: 18-დან 35 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ხორცპროდუქტების სფეროში;
** საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო;

ენები:

** ქართული - ძალიან კარგად;
** რუსული - სასურველია;
** ინგლისური - სასურველია;

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და კლიენტებისათვის პროდუქციის უპირატესობის გაცნობა და შეთავაზება;
** მაღაზიის დარბაზში პროდუქციის მოწესრიგება და ვადების კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა / კლიენტების მოზიდვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, ** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, აუცილებლად ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მერჩენდაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 060 368.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |