www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

"დრიმლენს ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს. კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

პოზიციის დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მენეჯერი

პოზიციის მოკლე აღწერა:

პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მენეჯერი არის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ჩაბარებულ საქმეს/პროექტს სწორი ხედვით განსაზღვრავს, შემადგენელ საქმიანობების/დეტალების საფეხურებს თანმიმდევრულად დაგეგმავს, განახორციელებს თანამშრომლების მიმართულებით სწორი დავალებების მიცემას, მიმდინარე პროცესების მუდმივ მონიტორინგს, და შედეგების მიღწევის უზრუნველყოფას.

სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე პროექტის კონცეფციის, შინაარსისა და სრული მოცულობის გაანალიზება
** პროექტის სხვადასხვა სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი და გადაცდომის შემთხვევაში დროული რეაგირება
** პროექტის ფარგლებში შეხვედრებსა და განხილვებში აქტიური ჩართულობა
** პროექტის სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი და პროგრესის ანალიზი
** პროექტში ჩართული ადამიანების საქმიანობის განსაზღვრა და დაგეგმვა, მათი ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** წარმოქმნილი მიმდინარე პრობლემების განხილვა და დროული რეაგირება
** პროგრამული უზრუნველყოფის სხვა აპლიკაციებთან ან/და ტექნიკურ აღჭურვილობასთან ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან თანამშრომლობა
** დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის სრული კონცეფციის ცოდნა და თანამშრომლებისთვის საჭირო ტრენინგის ჩატარების უზრუნველყოფა
** დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მართვა და ადმინისტრირება, მასში მომხმარებლების დამატება და სხვადასხვა სახის უფლებების მინიჭება
** პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშრებით თანამშრომლებთან ურთიერთობა, ხარვეზების ან/და სამომავლოდ დახვეწის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მომწოდებელთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის/მენეჯმენტის ან მათთან მომიჯნავე სფეროში
** გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში და დანერგვის შემდგომ ადმინისტრირებაში
** ორგანიზაციის რესურსების მართვისა და დაგეგმვის სისტემებთან (ERP) მუშაობის გამოცდილება
** FMG პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@dreamland.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |