www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოჯახის ექიმთა ინსპექტირების მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: პსპ დაზღვევა
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმთა ინსპექტირების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოჯახის ექიმების მიერ გაცემული მიმართვების ანალიზი და მონიტორინგი;
** ხარვეზების აღმოჩენა და პრობლემური შემთხვევების დარეგულირება;
** ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** სამუშაო პროტოკოლების შემუშავებაში მონაწილეობა და კონტროლი;
** დელეგირების ფარგლებში სამედიცინო შემთხვევების დადასტურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია თერაპიის მიმართულებით)
** კლინიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა და დიპლომატიურობა;
** კარგი არგუმენტაციის უნარი;
** პუნქტუალობა და აკურატულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ნოემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |