www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდვებისა და გაყიდვების მუდმივი ანალიზი;
** შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა/მონიტორინგი;
** შესასრულებელი საქმეების და პასუხისმგებლობების დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე ოპტიმალურად გადანაწილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** კონტროლისა და ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@pragma.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |