www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედია და ივენთ მენეჯერი
მომწოდებელი: Future Laboratory
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 4 დეკემბერი

კომპანია "Future Laboratory" ეძებს სტარტაპ და ინოვაციების მიმართულებით დაინტერესებული სოციალური მედია და ივენთ მენეჯერს, ადგილობრივ და საერთაშორისო სააქსელერაციო პროგრამებში და სხვა ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობისთვის.

სოციალური მედია და ივენთ მენეჯერი განახორციელებს საქართველოს უნივერსიტეტის აქსელერატორის UG Startup Factory-ის ღონისძიებებსა და პროგრამების ონლიან და ოფლაინ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას, ჩაერთვება საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებების ორგანიზების პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

** სპიკერების მოძიება;
** ივენთის დაგეგმარება და მართვა;
** ღონისძიებებისათვის შესაბამისი აუდიტორიის მომზადება ტექნიკურად.
** ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულ აუდიტორიაზე, აღნიშნულ სერვისებთან/ივენთებთან დაკავშირებით;
** საერთაშორისო მენტორებთან კონტაქტი და მათთან კომუნიკაცია. როგორც ერთჯერადი ღონისძიების დაორგანიზების მიზნით, ასევე მათი გაერთიანება მენტორულ ქსელში;
** ახალი აქტივობის დაგეგმვა და გუნდისთვის გაცნობა;
** ხელშეკრულებების გაფორმება ქო-ვორქინგის დამქირავებლებთან;
** აქსელერაციის პროცესისთვის მენტორების მოძიება;
** სოც. ქსელების (facebook, instagram, linkedin) მართვა;
** მარკეტინგული მასალების მომზადება (გრაფიკული, ტექსტური);
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** სტუდენტებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაძლოა დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნეს ადმინისტრირების/ მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისურის და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** Canva-ს ან PS აპლიკაციის ცოდნა ვიზუალური მასალების მოსამზადებლად;
** ერთდროულად სხვადასხვა პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** განვითარების სურვილი!

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ აუცილებლად სამოტივაციო წერილი "რატომ გინდათ ჩვენთან" დასაქმება და CV. შემდეგ ელ- ფოსტაზე: ikashibadze@futurelab.ge

Irakli Kashibadze
CEO
Future Laboratory
Tel:+995595919911
E-mail: ikashibadze@futurelab.ge
http://www.futurelab.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |