www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe After Effects, Adobe Premier Pro
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (დიზაინი)

ძირითადი მოვალეობები:

** პრომო ვიდეო ანიმაციების შემუშავება;
** სოც მედიისთვის პოსტერების შექმნა;
** საბეჭდი მასალების მომზადება;
** პრეზენტაციებისა და ინფოგრაფიკების მომზადება;
** ბრენდ მატერიალების დიზაინის შემუშავება;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

ერთად უკეთესია!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |