www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: PMAG
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

PMAG-ის შესახებ:

PMAG წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ შესაფუთი მასალების კლასტერს, რომელიც მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრების დახმარებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გაფართოების გზით.

PMAG ადვოკატირებას უწევს ინდუსტრიის ინტერესებს, ზრდის ინდუსტრიის ხილვადობას, ურთიერთობას ამყარებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აგროვებს და ავრცელებს ინფორმაციასა და ცოდნას, აკეთებთ ანალიზს, ქმნის და ინარჩუნებს კავშირისა და თანამშრომლობის პლატფორმებს, ხელს უწყობს კოოპერაციას, კოორდინირებას უწევს და მართავს პროექტებს, მოლაპარაკებებს აწარმოებს დაინტერესებულ მხარეებთან.

პოზიციის შესახებ:

PMAG ეძებს პროექტების მენეჯერს ქუთაისში, რომლის საქმიანობის მიზანი იქნება:

** კლასტერში პროექტების ინიცირება
** კლასტერის პროექტ(ებ)ის დაგეგმვა, განხორციელება, მართვა და მონიტორინგი.
** პროექტ(ებ)ის დაინტერსებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა;
** პროექტ(ებ)ის ანგარიშების მომზადება და წარდგენა დაინტერსებული მხარეებისათვის.

პროექტების მიმართულია შესაფუთი მასალებისა და მის მომიჯნავე სექტორებში კომპანიების თანამშრომლობის გასაძლიერებლად, სექტორის ზოგადი კონკურენტურნარიონობის გასაზრდელად, საერთო საჭიროებების დასაძლევად და შესაძლებლობების ასათვისებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არანაკლებ ბაკალავრის დონის განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** პროექტების შეფასების ან მართვის/განხორციელების სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება,
** უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი, კონფლიქტურ სიტუაციებში ხალხთან ურთიერთობის უნარი;
** ანგარიშების მომზადების და საინფორმაციო-საკომუნიკაციო არხების მართვის უნარ - ჩვევები და გამოცდილება;
** პერსონალური კომპიუტერის მაღალ დონეზე გამოყენების უნარ-ჩვევები და ცოდნა, მათ შორის MS Word, Excel, PowerPoint, MS Project და ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერში მუშაობის უნარ-ჩვევები;
** გამართულად წერისა და ანალიზის უნარი;
** ქართული, ინგლისური, რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა და ამ ენებზე პროფესიული კომუნიკაციის წარმართვის უნარ-ჩვევები.

პროექტის მენეჯერმა უნდა იცოდეს:

** ბიზნესის მართვის საფუძვლების ცოდნა
** პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პრინციპები;
** პერსონალური კომპიუტერის გამოყენება: Microsoft Office პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის MS Project, MS Word, Excel, PowerPoint, და ნებისმიერი ინტერნეტ ბრაუზერში მუშაობის უნარ-ჩვევები და ინტერნეტ ქსელის საშუალებებისა და რესურსების ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** საქმიანი კორესპონდენციის დაწერა, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
** პროექტების ანგარიშების მომზადება;
** პროექტების შედეგების შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა და მონიტორინგი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** კლასტერის (ასოციაციის) დირექტორის მიერ პროექტების მოძიებაში მონაწილეობა და მხარდაჭერა;
** კლასტერი (ასოციაციის) პროექტების დაგეგმვა;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სახის რესურსის განსაზღვრა და მოძიება;
** პროექტის განხორციელება და მიმდინარეობის მართვა;
** პროექტის შესრულების მონიტორინგი
** პროექტის მიმდინარეობის და განხორციელების ანგარიშგება/ანგარიშების მომზადება;
** დირექტორის უშუალო დავალებების შესრულება.
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარება რელევანტური სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებთან (ინდივიდებთან და ორგანიზაციებთან);
** ინდუსტრიებში გათვიცნობიერება არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით;
** პასუხისმგებლობა
** პროექტების შესაბამისი დაგეგმა და დაგეგმილის მიხედვით განხორციელება;
** პროექტების ანგარიშების (მათ შორის საქმიანობის შესრულების ინდიკატორების) დროულად მომზადებასა და სიზუსტეზე;
** პროექტების შედეგების მონიტორინგის ეფექტურობაზე და ეფექტიანობაზე;
** წინამდებარე სამუშაოს აღწერილობით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობების შეუსრულებლობაზე (არაჯეროვანად შესრულებაზე); შრომითი საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩადენილ სამართალდარღვევებზე, მატერიალური ზიანის მიყენებაზე;
** ორგანიზაციის ქონებისა და საშუალებების არაკეთილსინდისიერ გამოყენებაზე საკუთარი, ან იმ ინტერესებისათვის, რომლებიც ეწინააღმდეგება ორგანიზაციის ინტერესებს;
** ცნობილი საიდუმლოებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაზე;
** პასუხისმგებელია შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი info@pmag.ge-ზე.

განცხადებები მიიღება 16 ნოემბრამდე. ადრეული აპლიკაციები წახალისებულია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |