www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების ტრენერი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების ტრენერის პოზიციაზე თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

მოქნილ სამუშო გრაფიკს, მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდის წევრებს, პროფესიულ ზრდას.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციაში მომსახურების სტანდარტის და გაყიდვების ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა/იდენტიფიკაცია და შესაბამისი წლიური გეგმის დასახვა;
** ყველა ტიპის გაყიდვების ტრენინგების ჩატარება;
** გაყიდვების დეპარტამენტისთვის გარე გაყიდვებთნ დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება;
** გაყიდვების დეპარტამენტის ახალი თანამშრომლებისთვის მომსახურების, გაყიდვების ტრენინგების შექმნა, ჩატარება.
** შიდა ტრენინგების დაგეგმვა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
** პრეზენტაციების/სატრენინგო მასალების და სატრენინგო მოდულების შემუშავება;
** ტრენინგების შედეგების ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება.

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც:

** უმაღლესი განათლება (მიმართულება: სოციალური მეცნიერებები, საბანკო საქმე, ადამიანური რესურსების მართვა, ფსიქოლოგია);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ტრენინგ პროგრამების მომზადების გამოცდილება;
** აქვთ საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

თუ თქვენ ხართ:

მიზანმიმართული, ორგანიზებული, დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული, გაქვთ სწავლების, პრეზენტაციის, ეფექტური კომუნიკაციის, ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი, შეგიძლიათ როგორც გუნდის ასევე პროცესების მართვა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: (hr@citycom.ge) სათაურის ველში "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |