www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

ფინანსური ბიურო საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.

ფინანსური ბიურო, საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 21 ფილიალს და 700-ზე მეტ თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე; შაბათი: 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 800 ლარი.

სამუშაოს აღწერა:

** ვადაგადაცილებული სესხის მართვის ოფიცრებისთვის ინფორმაციული მხარდაჭერა კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;
** რეკომენდაციების შემუშავება და შედეგების გაცნობა ოფიცრებისათვის;
** ვიდეო შეხვედრების ჩატარება შესაბამისი განრიგით;
** სამუშაო მაჩვენებლების კონტროლი (კომენტარების რაოდენობა, ნამუშევარი დრო);
** გათავისუფლების, შვებულების, დაგვიანების დადასტურება;
** დავალებების შექმნა ჯგუფის უფროსებისა და სესხის ოფიცრებისთვის, შესრულების ხარისხის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (2+ წელი)
** სასურველია საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე; (MS Word; MS Excel; MS Outlook)

კომპეტენციები და უნარები:

** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბიზნეს მხარდაჭერის სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინანსურმა ბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინანსურ ბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |