www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90 იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 270 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფიზიკო-ქიმიური ანალიზის ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** ნედლეულის, დამხმარე მასალების, მზა პროდუქციის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზების ჩატარება;
** ნიმუშების აღება დადგენილი წესის მიხედვით;
** ქიმიური ლაბორატორიის შიდა კონტროლი;
** ქიმიური ანალიზების სიზუსტის შემოწმება;
** სტანდარტული და სამუშაო ქიმიური ხსნარების მომზადება, მათი შენახვის პირობების გაკონტროლება;
** ტექნიკის მიზნობრივად გამოყენების კონტროლი;
** მონაწილეობის მიღება პროდუქტის წარმოების კონტროლში;
** დასრულებული პროდუქციისთვის ხარისხის სერტიფიკატების შედგენა;
** პირველი დონის შიდა ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება;
** სს "თბილღვინო"-ს ყვარლის საწარმოში რთველის პერიოდში (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) მორიგეობით მივლინება ქიმიური ანალიზების წარმოებისათვის.
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მკაცრი დაცვა, როგორც თბილისის ქარხანაში, ისე ყვარლის ღვინის ქარხანაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბაკალავრო პროგრამა ქიმიის მიმართულება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური C2 დონეზე.

პროფესიული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** დავალებების სწორად გადანაწილება;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა;
** დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 9 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |