www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის საწყობის ოპერატორი - დროებითი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 17 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Siemens, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

სს" ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: მაღაზიის საწყობის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, დროებითი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკის ცოდნა მოდელების დონეზე
** პროდუქციის დროული გამოწერა
** პროდუქციის მიღება ზედნადების საშუალებით და მათი დასაწყობება
** მიღებული პროდუქციის დროული მიწოდება მაღაზიაში
** პროდუქციის მიღების და გაცემის პროგრამული უზრუნველყოფა
** აქციაში არსებული პროდუქტების მონიტორინგი და დროული მომარაგების უზრუნველყოფა
** დეფექტური მარაგების მართვა
** დეფექტის აღმოჩენა
** პროცედურის შესაბამისი აქტების შედგენა
** ნაშთების ყოველკვირეული ან კვირაში ორჯერ შედარება სხვა საწყობებთან და შესაბამისი რეაგირება
** საწყობის და მაღაზიის ყოველკვირეული აღწერა
** დოკუმენტირება (ყველა არსებული დოკუმენტის ფაილინგი)
** დამხმარეების მართვა და მათი ეფექტური მუშაობის მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** რიცხვების ანალიზი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |