www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მძღოლი
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

შპს "ჯი-თი მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მძღოლის პოზიციაზე.

კომპანია "ჯი-თი მოტორსი" წარმოადგენს საავტომობილო ბრენდების - Jaguar Land Rover, Ford, Suzuki ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: 10:00სთ.-დან 18:00 სთ.მდე (დასვენების დღე კვირა).

აუცილებელი მოთხოვნები:

** ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობის B და C კატეგორია სავალდებულოა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** იბარებს ავტომობილს მომხმარებლისგან/სერვისის მიმღებისგან;
** ავტომობილის ჩაბარებისას, მომხმარებლის თანდასწრებით მძღოლის სავარძელსა და საჭეზე უკეთებს დამცავ შალითას და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ იწყებს ავტომობილის ტრანსპორტირებას;
** ავტომობილის ნებისმიერ გადაადგილებას აღრიცხავს კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.
** ავტომობილის ტრანსპორტირებისას აღმოჩენილ ნებისმიერი ხარვეზის შესახებ აცნობებს სერვისის მიმღებს;
** ავტომობილის ტრანსპორტირებისას იცავს მოძრაობის წესებს და გადაადგილდება უსაფრთხოდ ;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება; დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |