www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" (https://irao.ge/) საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელსა და პარტნიორს წარმოადგენს "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" (http://www.vig.com), რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ფინანსურ დაცულობასა და სტაბილურობას, თქვენთან ერთად მუდმივად ვიზრუნოთ ცხოვრების გამარტივებასა და სიმშვიდეზე.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სრული ჩართულობა კლიენტთან კომუნიკაციაში, ნებისმიერ სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებით;
** კლიენტების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათთვის უწყვეტი და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება;
** დაკავშირებულ ერთეულებთან ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და კონსტრუქციული კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის საკონტაქტო პირთან შეხვედრა, არსებული პრობლემების განხილვა და მათზე რეაგირება;
** კლიენტების მხრიდან პრეტენზიების/თხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებისთვის, პრობლემის აღმოფხვრის პროცესში ჩართულობა, მუდმივი კონტროლი, კლიენტის ინფორმირება პროცესთან და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;
** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტთან, გაყიდვების მენეჯერთან ერთად, შეხვედრაზე დასწრება ხელშეკრულების პირობების გასაცნობად;
** საჭიროების შემთხვევაში, სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებში ცვლილებების გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტების ინფორმირება და სიახლეების/მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცნობა;
** მომსახურებისა და სადაზღვევო პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით, ინიციატივებისა და რეკომენდაციების მუდმივი გენერირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მედიცინის ან ჯანდაცვის მიმართულებით;
** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია სადაზღვევო სფეროში;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კეთილგანწყობილება;
** კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ ტემპში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: gvantsa.saatashvili@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე: https://irao.ge/ka/career

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2020 წელი.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |