www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელის მოადგილე
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე.

კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** წარმოების სამუშაო პროცესის დაგეგმვა - ცვლებში სამუშაო პროცესების გადანაწილება;
** წარმოების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** საკვების წარმოების პროცესის მართვა და ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი;
** საწარმო ოპერაციების მართვის პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პერსონალისთვის სამუშაო პირობების შექმნა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება);
** უცხო ენები: აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ( მინ: B2 დონეზე);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, PowerPoint;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** კარგი ვერბალური და წერითი უნარები;

დამატებითი დეტალები:

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების ხელმძღვანელის მოადგილე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |