www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი
მომწოდებელი: ლიბო გრუპი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

შპს "ლიბო გრუპ" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, სავაჭრო წარმომადგენლის/პრისელერის პოზიციაზე.

შპს "ლიბო გრუპ" ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 15 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. "ლიბო გრუპ" მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოში, მათ შორის კი უმსხვილესი ბრენდებია: Canbebe, Carroten, STR8, Ave, Melochi Zhizni, Shik.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 35 წლამდე;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა, B კატეგორია, მართვის გამოცდილებით;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება იგივე სფეროში.

მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** სასაწყობე ნაშთების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა მაქსიმალური რენტაბელობის მისაღწევად;
** მოგების მაქსიმიზაციის მიზნით პროდუქტის ოპტიმალური ფასების განსაზღვრა და მათი მუდმივი კონტროლი. საჭიროებისას ფასების სწორი და დროულად ცვლილება.
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
** ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარეკებების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის თანხების დროულად ამოღება;
** გეგმის მიხედვით, ახალი ობიექტების ათვისების უზრუნველყოფა;
** მაქსიმალურად სრული ასორტიმენტის შეთავაზება ობიექტისთვის;
** თითოეულ ობიექტზე შესასრულებელი სამუშაო დავალებების (თანხების ამოღება, პროდუქციის დალაგება, პროდუქციის დაბრუნება და სხვ.) განსაზღვრა, კოორდინაცია პროდუქციის მიმწოდებლებისათვის.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დასვენება: შაბათი, კვირა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: i.khotivrishvili@libogroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |