www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასორტიმენტის ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ასორტიმენტის ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი და არსებული პროდუქციის ტესტირება
** პროდუქციის ტესტირების შედეგად მიღებული ცოდნის გაზიარება შესაბამისი სამსახურებისთვის
** შოურუმების შესაქმნელად საჭირო ნახაზების გაკეთება
** საჭიროებისამებრ შესაბამისი მასალის მომზადებისას უშუალო ჩართულობა
** შოურუმების მოსაწყობად ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

ცოდნა/უნარები:

** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2)
** ეფექტური კომუნიკაცია
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, 09:15-სთ-დან 18:15 სთ-მდე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ასორტიმენტის ტექნიკური სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია ელთიბი-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |