www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე და საშ. ბიზნეს სესხის ოფიცერი - სტაჟირება
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი. თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატებს რომლებსაც აინტერესებთ საბანკო სფერო და უნდათ კარიერის აწყობა საბანკო სექტორში.

სტაჟირების მიზანი:

სტაჟიორი თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას, შედეგად შეძლებს დამოუკიდებლად გააგრძელოს მუშაობა SME სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

სტაჟირების დეტალები:

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე;
სტიპენდია სტაჟირების პერიოდში: თვეში 300 ლარი ხელზე ასაღები თანხა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:30 - 18:00 საათამდე.

თანამდებობა: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება
სამუშაო ადგილი: გურჯაანი; წნორი

რას ისწავლით სტაჟირების პროცესში:

** სესხის განაცხადის სტრუქტურას, ანალიზს და დამუშავებას;
** ბიზნეს გეგმის კომპონენტების გაცნობას და შედგენას;
** Cash Flow-ს შედგენას;
** ბიზნეს ვიზიტზე სესხის გამოკვლევას, სესხის დამუშავებას და საკრედიტო კომიტეტზე წარდგენას;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მონაცემების წაკითხვას;
** ბანკის სტრუქტურას და პროცედურებს;
** საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებს და მათ მახასიათებლებს;
** გაყიდვების ტექნიკებს;
** ამ ყველაფერს პრაქტიკაში ისწავლით გამოცდილი მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ.

რა გვჭირდება შენგან:

** გქონდეს უმაღლესი განათლება ან იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან მათემატიკის მიმართულებით;
** Microsoft Office- ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საბანკო სფეროში განვითარების დიდი სურვილი;

სტაჟირების შემდეგ გთავაზობთ:

** სამუშაო ადგილს ჩვენს ძლიერ გუნდში;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მოქნილ საბონუსე სქემას;
** მე-13 ხელფასს წლის ბოლოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მობილური ტელეფონის შეძენის ლიმიტს - 200 $;
** ყოველთვიური საწვავის ხარჯებს და მანქანის იჯარის ხარჯს;
** პროფესიულ ტრენინგებს;
** და რაც მთავარია შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

თუ გაგიჩნდა სურვილი და თვლი, რომ განვითარება ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამოგვიგზავნე CV მეილზე cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითე "SME სტაჟიორი წნორში".

დედლაინი: 24 ნოემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |