www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 ნოემბერი

"გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000820
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: საწყობი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი მსგავს პოზიციაზე
** განათლება: ბაკალავრი.
** ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** Rs.ge-სთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია ORIS-ის საბაზისო ცოდნა)
** სამშენებლო მასალების ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება და გაცემა. აღრიცხვის (დანაკლისების და მეტობის) შედეგების მიწოდება შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურებისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვა საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა; აღნიშნული პროდუქციის პროგრამაში ასახვა;
** კომპანიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროდუქციის გაცემა, ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** საქონლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (დაზიანებისგან და დაკარგვისგან დაცვა);
** მარაგების ბრუნვის სისტემატური ანალიზი, სტატისტიკის წარმოება და შედეგების მიწოდება შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურებისთვის.
** მასალების იდენტიფიცირება, სისტემაში ასახვა და პერიოდული განახლება.
** ყოველ ორ თვეში ერთხელ საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა და აღრიცხული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურებისთვის;
** საწყობის ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანცელარიო და სამეურნეო პროდუქციის გამოწერა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სამუშაოს განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/820

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 26 ნოემბერი, 2020 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |